Tuttosport: ლევან მჭედლიძე "ემპოლის" ვერც "ტორინოსთან" დაეხმარება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდი ინდივიდუალურად ვარჯიშობს 10 იანვარს, იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში ლევან მჭედლიძის "ემპოლი" "ტორინოს" ესტუმრება.რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი ფორვარდი ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ მოედანს სწორედ ამ ტურში უნდა დაბრუნებოდა, მაგრამ, როგორც იტალიური გამოცემა Tuttosport-ი იტყობინება, მჭედლიძე "ემპოლის" ვერც ხვალ დაეხმარება.

საქართველოს ნაკრების ფორვარდი ინდივიდუალურად ვარჯიშობს.შეგახსენებთ, რომ ლევან მჭედლიძემ სანაკრებო მატჩში მიიღო ტრავმა სექტემბერში და მას მერე არ უთამაშია. ამ სეზონში მან მხოლოდ ორჯერ ითამაშა "ემპოლის" რიგებში.18 ტურის შემდეგ მჭედლიძის გუნდი 27 ქულით სატურნირო ცხრილში მერვე
პოზიციაზეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამდენ ხანში მესამე ფეხს ამოვიყვანდი
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული