გიორგი ლორია "კრილიას" საემიროებში შეკრებაზე გაჰყვა
AutoSharing Option
დღეს, 11 იანვარს, სამედიცინო შემოწმების შემდეგ "კრილია სოვეტოვი", რომლის რიგებსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია იცავს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში შეკრებაზე გაემგზავრა.
რუსულ გუნდს შეკრებაზე 30 ფეხბურთელი გაჰყვა, საიდანაც 22 ძირითადი შემადგენლობიდანაა, მათ შორის, ლორიაც.
შეკრება 23 იანვრამდე გასტანს. 22 იანვარს ლორიას გუნდი ჩინურ "ხენან ცზიანიეს" დაუპირისპირდება.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.