Sportall.ge სანდროს დაუკავშირდა და ინფორმაცია გადაამოწმა.
"ჯერჯერობით ახალი არაფერია. მე პირადად არავინ შემხმიანებია, ამიტომ დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით.
ახლა თბილისში ვარ, 17 იანვარს "ვოლინს" ვუბრუნდები.
სხვა რომელიმე გუნდში ტრანსფერთან დაკავშირებით კონკრეტული არაფერია, საუბრის დონეზე კი არის ლაპარაკი რამდენიმე კლუბზე. "დნიპროში" დაბრუნების სურვილი თავად კი მაქვს, მაგრამ ნამდვილად არ მინდა ისეთ გუნდში ყოფნა, რომლის მწვრთნელსაც არ ვჭირდები. "ვოლინში" თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ", - გვითხრა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ კობახიძე "ვოლინში" იჯარის წესით ასპარეზობს. "ვოლინის"
უკრაინის ჩემპიონატში ჩატარებული 16 ტურის შემდეგ 27 ქულით "ვოლინი" მეხუთე პოზიციაზეა, "დნიპრო" კი 28 ქულით მეოთხეა.