![](https://sportall.ge/pictures/image31/2465c0541f03ac306f13ec575b4eac8d.jpg)
11 იანვარს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და მეორე დღეს იგი უკვე "ესქიშეჰირის" ფეხბურთელის რანგში წარადგინეს.
"ესქიშეჰირი" მიესალმება თორნიკე ოქრიაშვილს და მას წარმატებულ სეზონს უსურვებს ჩვენი კლუბის მაისურით", - წერს თურქული კლუბის ოფიციალური საიტი.
"ექსქიშეჰირი" 10 ქულით თურქულ სუპერლიგაში ბოლო ადგილზეა და დარჩენისთვის იბრძვის, თურქეთში ბოლო სამი გუნდი ვარდება, ასე რომ, "ესქიშეჰირს" გადარჩენის ზონამდე 4 ქულა
თორნიკეს ახალ გუნდს თურქეთის სუპერლიგაში მომავალი მატჩი 18 იანვარს, "ფენერბაჰჩესთან" შინ უწევს.
![თორნიკე ოქრიაშვილი "ესქიშეჰირსფორში" წარადგინეს [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/image17/87c0ce6da2c43cb952e1188798280e0c.jpg)
![თორნიკე ოქრიაშვილი "ესქიშეჰირსფორში" წარადგინეს [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/image17/7258413ee4f2e365d23c515f17eabc9b.jpg)