"დნიპროს" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, სანდრო კობახიძე და სერგეი პოლიტილო გუნდს საწვრთნელ შეკრებაზე მიჰყვებიან. ორივე ეს ფეხბურთელი ლუცკის "ვოლინში" იჯარით თამაშობდა.
სანდრო კობახიძე 2008 წლიდან "დნიპროს" წევრია, თუმცა მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა ამ გუნდის რიგებში, ქართველი "კრივბასში", კიევის "არსენალსა" და "ვოლინში" იყო განათხოვრებული.