უკრაინელი ექსპერტი: გიორგი არაბიძე მესისა და მესხს მაგონებს

AutoSharing Option
უკრაინულ საიტზე uafootball.segodnya.ua საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ლიდერსა და დონეცკის "შახტარის" ნორჩ ფეხბურთელზე, გიორგი არაბიძეზე საინტერესო სტატია გამოქვენდა. მასში ქართველზე თავის აზრს უკრაინაში ცნობილი საფეხბურთო ექსპერტი, დამსახურებული მწვრთნელი სერგეი მოროზოვი გამოთქვამს, რომელსაც არაბიძე მესისა და მესხს აგონებს.

* * *
დონეცკის "შახტარის" 17 წლის ფეხბურთელი გიორგი არაბიძე თბილისის "ლოკომოტივიდან" უკრაინულ გუნდში 2015 წლის ზაფხულს გადაბარგდა. ცნობისთვის, ჯერ კიდევ 10 წლის წინ ის "ბარსელონას" აკადემიაში სტაჟირებაზე იმყოფებოდა, სადაც კარლეს პუიოლის შვილთან, ერთ გუნდში ითამაშა. ახალგაზრდა ვინგერი ძალიან მალევე იქცა "შახტარის" 19-წლამდელთა გუნდის ლიდერად,
ოქტომბერში კი პირველი გუნდის შემადგენლობაშიც ითამაშა.

"ის უბრალოდ კარგი ფეხბურთელი კი არა, დიდი ტალანტია, რომელიც ტექნიკით ბრაზილიელებს არაფრით ჩამოუვარდება. ერთი-ორი კაცის მოტყუება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, - განაცხადა სპორტულმა ექსპერტმა სერგეი მოროზოვმა. - გიორგის ძალიან კარგი დრიბლინგი აქვს და საკმაოდ კარგი მარცხენა ფეხი.

მისი მონაწილეობით ორი შეხვედრა ვნახე, სადაც მარჯვენა ვინგერის პოზიციაზე ითამაშა. ჩემი აზრით, მისი შესაძლებლობების დიაპაზონი ბევრად ფართოა - მართალია, ის მემარცხენეა, მაგრამ შეტევის მთელ ფრონტზე შეძლებდა თამაშს და ასევე, გამთამაშებლადაც. თანაც, ასაკისთვის უჩვეულოდ, ფსიქოლოგიურადაც საკმაოდ მდგრადია.

აღნაგობით ლიონელ მესის მაგონებს, თამაშის მანერით კი 1950-60-იან წლებში თბილისის "დინამოს" შემტევ მიხეილ მესხს - ზუსტად ასეთივე თავისებური ფინტები და საწყისი სისწრაფე, ასეთივე არასტანდარტული თამაში, რომელიც ლოგიკას ცდება: როცა მისგან გადაცემას ელოდებიან, ის კაცის მოტყუებაზე მიდის, დარტყმას კი მოუმზადებლად ასრულებს...

იცით, ერთხელ დარიო სრნას ხუმრობით ვკითხე: "დამისახელე 2 ფეხბურთელი იმ "შახტარის" შემადგენლობიდან, რომელიც მომავალში ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეძლებს?". მან კი დაუფიქრებლად მიპასუხა: "კოვალენკო და არაბიძე", - თქვა ექსპერტმა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს ბიჭი სასწაული ნიჭის პატრონია და ღმერთმა ქნას არ გაენიავებინოს ტალანტი,სამწუხაროდ ამის ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს.მარტო ქინქლაძე გავიხსენოთ... იმედია გიორგი დიდ ფეხბურთს ითამაშებს,ყველამ ერთად ვუსურვოთ წარმატება.
კახა
17 იანვარი 2016 20:04
0
წარმატებები გიორგის. ეს ზედმეტად შექება კი ნამდვილად არ წაადგება, ჯერ ეტყვი მესი ხარო, მერე კი თვითონ იფიქრებს სუარესი მაინცო, მერე ხამესი მაინც ხომ ვიქნებიო, მერე იქნებ რაკიტიჩიო....... ასე შეიძლება ისევ ოქრიაშვილამდე კი არა უფრო დაბლაც ჩამოვიდეს.
ამიტომ უკეთესი თუ მოტივაციას გავუჩენთ, ივარჯიშე და მოირგე ეროვნულის მაისური, თავის დროზე
გულშემატკივარი
15 იანვარი 2016 12:17
0
გიორგი შენ მაინც გაძელი, და გადაურჩი ქართველი ფეხბურთელების ავადმყოფობას, არ იზარმაცო და ასახელე შენი ოჯახი და ქვეყანა! მიაწექი კაი კაცი ბოლომდე, სანამ მესივით არ გახდები ევროპის საუკეთესო , ფფფეხბურთელი

გიორგი არ ისაჩკავო, ივარჯიშე თავდაუზოგავად, ბოლომდე და მესიზეც გაგესწროს ოქროს ბურთების მოპოვებაში!





gigo
14 იანვარი 2016 20:47
0
ავტორის და აგრეთვე რედაქტორის საყურადღებოდ, "ვინგერი" ქართულად გარემარბია და ნუ დავანაგვიანებთ ჩვენს მშობლიურ ენას.
გიოს წარმატებებს ვუსურვებ! ჩვენი დიდი იმედია ეს ბიჭი.
გიგლია
14 იანვარი 2016 20:05
0
გიო,გთხოვ ზადნი არ მიცე, შენ მაინც მიაწექი
მურთაზი
14 იანვარი 2016 19:53
0
არაბიძე კარგი თამაშით კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს. წარმატებები!
გუჯა კახაძე
14 იანვარი 2016 19:19
0
წარმატებას ვუსურვებ გიორგის !!!
soxumeli
14 იანვარი 2016 18:29
0
ალენ დელონი რო ვაჟა ფშაველას წიგნებით გამოვიდა დეპრესიიდან ეს სტატიაც დაახლოებით ეგეთი ბაზარია რა :დდდდდდ კაი გამოცემა ხართ და ამათი ცაში აყვანით თავებს ნუ იფუჭებთ ხოლმე,თქვენ თვითონვე გაგიტყდებათ ანჟიში ან კვიპროსის მე5 ლიგის რო გადავა მერე და იქაც დუბლებში გაუშვებენ
ბექა
14 იანვარი 2016 18:08
0
მე მგონი სრნას პროგნოზი არ გამართლდება... გიორგი უკეთეს ლიგაში და უფრო სოლიდურ გუნდში მოხვდება :)))
zura1504
14 იანვარი 2016 17:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული