"ვერდერი" ბრემენში დაბრუნდა - პაპუნაშვილი ისევ პირველ გუნდშია
AutoSharing Option
ბრემენის "ვერდერმა" თურქული შეკრება დაასრულა და გერმანიაში დაბრუნდა. 24 იანვარს ვიქტორ სკრიპნიკის გუნდი ბუნდესლიგას "შალკესთან" საგარეო მატჩით განაახლებს.
თურქული რივიერას შემდეგ თეთრ-მწვანე გუნდმა "ვეზერშტადიონზე" ივარჯიშა, არადა, ტემპერატურის სხვაობა 20 გრადუსი იყო.
აღსანიშნავია, რომ 23-წლამდელთა გუნდის წევრი გიორგი პაპუნაშვილი, რომელიც შეკრებაზე პირველ გუნდს ახლდა, ისევ პირველ გუნდში ვარჯიშობს.