სანდრო კობახიძის საგოლე პასი "დნიპროში"

AutoSharing Option
სანდრო კობახიძემ "დნიპროში" დაბრუნების შემდეგ პირველად ითამაშა ამხანაგურ მატჩში. ჩვენებურმა უკრაინული კლუბის გერმანულ "რიოდინგჰაუზენთან" ამხანაგურ მატჩში 90 წუთი დაჰყო მოედანზე.

"დნიპროს" შემადგენლობას ექსპერიმენტული ეთქმოდა (დღეს მეორე მატჩში "ცვიკაუსთან" სულ სხვა ფეხბურთელები ითამაშებენ). ამიტომაც, არ არის გასაკვირი, რომ გერმანელებმა 3:1 იმარჯვეს.

78-ე წუთზე ქართველი ფეხბურთელის ჩაწოდებას უკრაინელთა ერთადერთი გოლი მოჰყვა, რომელიც რომან ბეზუსის ანგარიშზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული