ლეგიონი: გიორგი ლორიას ტესტ-მატჩში ჩინელებმა გოლი ვერ გაუტანეს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიას გუნდმა სამარის "კრილია სოვეტოვმა", რომელიც შეკრებას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გადის, პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა.

რუსეთის პრემიერლიგის გუნდი ჩინურ "ხენან ცზიანიეს" დაუპირისპირდა და უგოლო ფრეს დასჯერდა. დუბაიში გამართულ მატჩში გიორგი ლორია მწვრთნელმა მეორე ტაიმში ათამაშა.

"კრილია სოვეტოვი" შეკრებაზე მომდევნო სპარინგ-მატჩს ნორვეგიულ "მიოლდესთან" 1-ელ თებერვალს ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული