მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსულმა კლუბმა ქართველი ფორვარდის სანაცვლოდ "ცხინვალს" 300 000 ლარი გადაუხადა.
ტრანსფერის დეტალების შესახებ ინფორმაცია ნიკას მამასთან, ს.კ "ცხინვალის" მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავასთან გადავამოწმეთ.
"პირველ რიგში ვიტყვი, რომ საქართველოში არ აღმოჩნდა გუნდი, რომელშიც ნიკას თამაშის
რაც შეეხება "როსტოვში" მისი ტრანსფერის ფასს, რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია "ტრანსფერმარკტის" მონაცემებს ეყრდნობოდა. "როსტოვი" ფულს თუ გადაიხდიდა, ყველაზე მეტად ეს ჩვენ გაგვიხარდებოდა, მაგრამ... ნიკა რუსულ კლუბში უფასოდ წავიდა.
ძნელია, საქართველოს ჩემპიონატში რეალურად 300 000-იან ტრანსფერზე ვინმემ რეალურად იმსჯელოს.
მინდოდა, "რუბინიდან" დაბრუნებული ნიკა ისეთ გუნდში წასულიყო, სადაც თამაშის საშუალება ექნებოდა. საქართველოში წელიწად-ნახევარი ითამაშა და უკვე დრო იყო მისი აქედან წასვლის. მართალია, მას "ცხინვალთან" კონტრაქტი კიდევ 6 თვით აკავშირებდა, მაგრამ "ცხინვალმა" ხელი აღარ შეუშალა.
"როსტოვის" მწვრთნელი "რუბინის" ყოფილი მწვრთნელია. ის ნიკას ჯერ კიდევ მანდ ათამაშებდა, ყველა შეკრებაზე თავისი ხარჯებით მიჰყავდა და ახლაც სწორედ მან ისურვა მისი წაყვანა", - გვითხრა კახა კაჭარავამ.