ჯანო ანანიძემ ბოლო 4 თვის მანძილზე ბუცებით პირველად ივარჯიშა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე სექტემბერში საქართველო-შოტლანდიის თბილისური მატჩისას დაშავდა და მას შემდეგ არ უთამაშია.

როგორც მოსკოვური კლუბის ოფიციალური "ინსტაგრამი" იტყობინება, ქართველმა ნახევარმცველმა 4 თვის მანძილზე პირველად ივარჯიშა ბუცებით.

როგორც ოფიციალური გვერდი წერს, ქართველს ბუცებით ვარჯიშის უფლება კლუბის ფინელმა ექიმმა ორავამ მისცა, რომელმაც ჯანოს კოჭ-წვივის სახსრის ოპერაცია გაუკეთა, თავად ჯანოს რეაბილიტაციის პროცესი კი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
განა რას გაძლევენ ამისთანას, რომ არ მოგბეზრდა მანდ ყოფნა ?!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული