არნემელთა მწვრთნელმა რობ მაასმა "ტრადიციას" არ უღალატა და გურამ კაშია კვლავ თადარიგში დატოვა, ვაკო ყაზაიშვილი კი ძირითადში იყო და ბოლომდეც ითამაშა, თუმცა მოსაგებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
* * *
პორტუგალიის ლიგის თასის ჯგუფურ ეტაპზე "ფეირენშემ" (II ლიგა) "პორტუს" უმასპინძლა და 2:0 მოუგო. ჩვენებური მეკარე გიორგი მაკარიძე თადარიგში იყო.* * *
გუშინვე ქართველები ამხანაგურ მატჩებშიც გამოჩნდნენ. ლაშა დვალის "შლიონსკი" (პოლონეთი) ჩეხურ "ოსტრავასთან" ფრეს დასჯერდა - 1:1. საქართველოს პრაღის "სლავიამ" ჩინური "ჯანგსუ სანინგი" გაანადგურა - 5:1. ჩეხურ გუნდში ლევან ყენია 77-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში.
მეორე ტაიმი ითამაშა მათე ვაწაძემ "მიდტიულანდისა" და "ორჰუსის" სპარინგში, რომელიც 1:1 დასრულდა. ვაწაძის "ორჰუსი" 72-ე წუთზე კი დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"