ფაჩულიასა და ნოვიცკის გარეშე "დალასმა" "გოლდენ სტეიტთან" დიდი სხვაობით წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 იანვარს, ზაზა ფაჩულიას "დალასი" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში დასავლეთ კონფერენციის პირველადგილოსან "გოლდენ სტეიტს" შეხვდა.

დალასელებმა მატჩი ანგარიშით 107:127 დათმეს. კვლავ არ იყო განაცხადში ქართველი ცენტრი, რომლის დაბრუნება, ამერიკული პრესის ინფორმაციით, "გოლდენ სტეიტთან" უნდა მომხდარიყო. ზაზა ფაჩულია ისევ ტრავმირებულია, მას მარჯვენა ფეხი აქვს გასიებული, რაც მას მოედანზე გასვლის საშუალებას არ აძლევს.

განაცხადში ასევე არ იყო გერმანელი დირკ ნოვიცკი.

აქვე გეტყვით, რომ საშინაო შეხვედრა "დალასმა" მოქმედ ჩემპიონთან დამაჯერებლად მოიგო და მაშინ ზაზა ფაჩულია გახდა ერთადერთი კალათბურთელი, რომელმაც შეხვედრაში ორმაგი დუბლი
(14 ქულა, 15 მოხსნა) გაიფორმა.


ეს შეხვედრა კი, შეიძლება ითქვას, ბრწყინვალე გამოდგა მასპინძელთა კალათბურთელისთვის, კლეი ტომპსონისთვის, რომელმაც 45 ქულა ჩააგდო (!).

ტომპსონის შემდეგ ქულებით მეორე შედეგი დალასელმა ჩენდლერ პარსონმა აჩვენა, რომელმაც 23 ქულა ჩააგდო.

ფაჩულიას შემცვლელმა, ტუნისელმა სალაჰ მეჯრიმ პარკეტზე 13:50 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 2 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.

26 მოგებითა და 22 მარცხით "დალასი" დასავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-6 ადგილზე იმყოფება.

მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი ჩვენი დროით 30 იანვარს, დილით გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გოლდენმაც არ მოიკლა თავი
giga
11:41 28-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული