"ვიტესის" ფანებმა მატჩის დროს გურამ კაშიას მხარდასაჭერი აქცია გამართეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 27 იანვარს, ერედივიზიეს მე-20 ტურში გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილის არნემის "ვიტესმა" საკუთარ მოედანზე "ზვოლე" მიიღო და ფრეს დასჯერდა - 1:1.

ვაკო ყაზაიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, გურამ კაშია კი ისევ სათადარიგოთა სკამზე...

"ვიტესის" გულშემატკივრებმა ქართველი მცველის მხარდასაჭერი აქცია შეხვედრის 37-ე წუთზე (კაშია "ვიტესში" 37-ნომრიანი მაისურით თამაშობს) გამართეს - ისინი 1 წუთის განმავლობაში გურამ კაშიას სკანდირებდნენ, სექტორზე კი ბანერი გამოფინეს - "მოვითხოვთ კაშიას".

ჩატარებული 20 შეხვედრის მერე "ვიტესი" 22 ქულით სატურნირო ცხრილში მეექვსე
პოზიციას იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
შესაძლოა ვცდები, მაგრამ კაშიას არანაირი მოწოდება არ გაუკეთებია გულშემატკივრებისათვის...შემშურდა ვიტესის გულშემატკივრების,ამას ჰქვია დაფასება,პატივისცემა და თანადგომა...საღოლ!
murtalo
03:09 29-01-2016
0
მაგრამ ჩვენთან ხო პოპულიზმი მოდაშია და საკუთარი წარუმატებლობების სხვებზე გადაბრალება, შეთქმულების თეორიები და სხვა. არ გამიკვირდება თუ ვიტესის მწვრთნელს რუსეთის აგენტობას დააბრალებთ აქაოდა კაშიასნაირ მცველს სკამზე შებედა დატოვებაო
levani
00:40 29-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული