ამ უკრაინული გუნდის მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა იჯარით "ვოლინში" გაშვებული ქართველი გუნდში კი დააბრუნა, მაგრამ თურქულ შეკრებაზე, ბოლო ამხანაგურ თამაშში მიღებულმა ტრავმამ "დნიპროში" სანდროს მომავალი კვლავ ბუნდოვანი გახადა. არადა, "დნიპროს" მწვრთნელს კობახიძის წაყვანა ესპანურ შეკრებაზეც სურდა.
გამოცემა Sport Arena ქართველ ფეხბურთელს შეეხმიანა:
"ტრავმის გამო "დნიპროს" მეორე შეკრებაზე არ გავყვები, - წუხს სანდრო. - ძალიან სამწუხაროა, ასე რომ მოხდა, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია ჩემთვის.
რას ვიზამთ, უნდა ვიმკურნალო და რაც შეიძლება
შეგახსენებთ, რომ სეზონის პირველი ნაწილი კობახიძემ "ვოლინში" გაატარა, სადაც იჯარით 2014 წლიდან თამაშობს. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მან 13 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.