მისთვის ფეხბურთი ფულზე მეტია! - გურამ კაშიას მხარს არნემის ვიცე-მერიც უჭერს

AutoSharing Option
არნემის ვიცე-მერმა გერი ელფრინკმა "ვიტესის" ქართველი ფეხბურთელის გურამ კაშიას მხარდასაჭერი განცხადება გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ "ვიტესის" მთავარი მწვრთნელი რობ მაასი ბოლო დროს ქართველ მცველს თამაშის საშუალებას არ აძლევს, რის გამოც ბოლო ტურის მატჩის მიმდინარეობისას გუნდის ფანებმა კაშიას მხარდამჭერ აქცია გამართეს.


"გურამ კაშია ძალიან მომწონს და ვგულშემატკივრობ მას. ის სამაგალითოა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. კაშია ის მოთამაშეა, რომლისთვისაც ფეხბურთი ფულზე მნიშვნელოვანია. ფეხბურთი მისთვის ღირსების საქმეა!

მე მრჩეველი ვარ და არა მწვრთნელი. მწვრთნელმა ჩემზე მეტი
იცის ფეხბურთში. ის ფეხბურთელებთან ყოველდღე მუშაობს და სწორედ ის ირჩევს უძლიერეს შემადგენლობას.

მართალია ის მწვრთნელი, რომელიც იმარჯვებს, "ვიტესი" კი, ფაქტია, ბოლო თამაშებია,  ვერ იგებს", - განაცხადა ელფრინკმა.

არნემის "ვიტესმა" ერედივიზეს ბოლო ორ ტურში მხოლოდ ქულა მოიპოვა, დღეს, 30 იანვარს, შინ "ექსელსიორს" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული