მირჩა ლუჩესკუმ, გიორგი არაბიძის გარდა, ყველა ლეგიონერი დაასვენა

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" პირველი გუნდი შაბათ საღამოს ამერიკული შეკრებიდან სამშობლოში დაბრუნდა.

მოგეხსენებათ, პირველ გუნდს შეკრებაზე თან ახლდა გუნდის ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე.

როგორც უკრაინული ვებგვერდი segodnya.ua იტყობინება, კლუბის ლეგიონერები უკრაინაში არ დაბრუნებულან: "შახტარის" მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ ყველა ლეგიონერს მეორე შეკრებამდე 3-დღიანი დასვენების უფლება მისცა, გარდა ერთისა - ლუჩესკუმ არაბიძე დაიტოვა.

მეორე შეკრებას "შახტარი" ხვალ ესპანეთში დაიწყებს. დონეცკელები 4 ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. მათი მეტოქეები "პიასტი" (პოლონეთი), ზაგრების "დინამო" (ხორვატია), ლოკომოტივი (საქართველო) და დანიური "რანერსი" იქნებიან.

"შახტარის" და "ლოკომოტივის" შეხვედრა 8 თებერვალს
გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 13 /
Cota xanshi amasac vnaxavt an obolonshi karpatshi tondelashi adanasporshi an sadme rusul kamazshi uralshi zilshi DA ase she deg..gmertma daifaros eseti gundebisgan Mara gamgebi gaigebs rasac vgulisxmob.
0
არაფერი ეტყობა ამ კაცს სამაგისო. შრომობს რაც მთავარია
1234
16:01 01-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული