ლეგიონი გუშინ: ლევან ყენიამ პოლონურ "ლეხს" გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრაღის "სლავიამ" მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ჩეხური კლუბი პოლონურ "ლეხს" დაუპირისპირდა და 3:1 გაიმარჯვა.

პრაღელთა ქართველი ლეგიონერი ლევან ყენია მინდორზე 66-ე წუთზე შევიდა, როცა ანგარიში 2:1 იყო. ოთხ წუთში მის მიერ შესრულებული პენალტი პოლონელთა მეკარემ მოიგერია, თუმცა ლევანმა დამატებაზე ივარგა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

* * *
სამარის "კრილია სოვეტოვმა" საკონტროლო შეხვედრაში 2:1 მოუგო ნორვეგიულ "მიოლდეს". ვოლგისპირელთა ქართველმა მეკარე გიორგი ლორიამ პირველი ტაიმი ითამაშა და კარი "მშრალად" შეინახა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
კაპიტანი რა პონტში იყო?
gakho
06:47 03-02-2016
0
რა პირლო ა ძმაო 11 მეტრიანი, პენალტს რო არტყავდა ნაღდად არ მეგონა თუ ბოლოს თავით გაიტანდა, მალადეც ძმაო :D
ინასა
14:41 02-02-2016
0

სიახლეები პოპულარული