იანვრის სამი საუკეთესო ლეგიონერი Sportall.ge-ს ვერსიით [VIDEO]

AutoSharing Option
ვაგრძელებთ ტრადიციულ რუბრიკას "თვის სამი ლეგიონერი". იანვარში ჯერ მხოლოდ ლეგიონერთა ნაწილმა დაიწყო ასპარეზობა, ამიტომ არჩევანი შედარებით შეზღუდული გვქონდა.

12 ქულით გაიმარჯვა არნემის "ვიტესის" შემტევმა ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა. მეორე ადგილზე გავიდა (8 ქულა) "რეიმსის" საყრდენი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა. 2 ქულით მესამეა "ფეირენშეს" მეკარე გიორგი მაკარიძე.

პირველი ადგილი
ვაკო ყაზაიშვილი - "ვიტესი" (ჰოლანდია). 23 წლის. 4 თამაში, 1 გოლი
"კამბურთან" მატჩში სეზონის მე-7 გოლი გაიტანა. აქტიური იყო "აიაქსთან" 0:1 წაგებულ თამაშშიც. მიუხედავად იმისა, რომ "ვიტესს" კარგი თვე არ ჰქონდა, ეს ყველაზე ნაკლებად იყო
ვაკოს ბრალი.

მეორე ადგილი
ჯაბა კანკავა - "რეიმსი" (საფრანგეთი). 29 წლის. 5 თამაში, 1 საგოლე პასი
კიდევ უფრო ცუდად მისდის საქმეები ჯაბა კანკავას "რეიმსს", თუმცა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თავი "სენტ ეტიენთან" ფრედ 1:1 დასრულებულ შეხვედრაში გამოიჩინა. მან შესანიშნავი საგოლე პასი მიითვალა.

მესამე ადგილი
გიორგი მაკარიძე - "ფეირენშე" (პორტუგალია). 25 წლის. 5 თამაში
პორტუგალიის სეგუნდაში მოთამაშე "ფეირენშე" წარმატებულია. ამ თვეში ქართველი გოლკიპერის ანგარიშზე 2 მშრალი მატჩია.

თვის საუკეთესო ლეგიონერობაზე ნომინანტები ასევე იყვნენ: ლევან შენგელია (ტუბიცე), ლევან ხმალაძე (პაფოსი) და ავთო ებრალიძე (ჟილ ვისენტე).

იანვრის ლეგიონის სტატისტიკა
ზოგადი ციფრები
იანვარში სულ 25-მა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა ოფიციალურ მატჩში. მათ 72 თამაშში 5 გოლი გაიტანეს და 2 საგოლე გადაცემა მიითვალეს.

გოლები
იანვარში სულ 5 ქართული გოლი გავიდა, რომელთაგანაც უთუოდ 20 წლის შემტევის, ლევან შენგელიას გოლს გამოვარჩევთ - ბელგიის მეორე დივიზიონში "ტუბიცეს" ფორვარდმა "ლომელის" კარში ბრწყინვალე გოლი გაიტანა.
ლევან შენგელიას გოლი
Sportall.Ge

წლის პირველი ქართული გოლი კვიპროსული "პაფოსის" ნახევარმცველის, ლევან ხმალაძის ანგარიშზეა - 3 იანვარს მან "პარალიმნის" გაუტანა. თვის სხვა ქართული გოლები გაიტანეს: შოთა გრიგალაშვილმა (ანორთოსისი), ვაკო ყაზაიშვილმა და ნუგზარ კვირტიამ (აზალ).
ვაკო ყაზაიშვილის გოლი
Sportall.Ge
ლევან ხმალაძის გოლი
Sportall.Ge
შოთა გრიგალაშვილის გოლი
Sportall.Ge
ნუგზარ კვირტიას გოლი

Sportall.Ge

საგოლე პასები
ქართველებმა დიდად ვერ გამოიჩინეს თავი - სულ ორი პასი დაფიქსირდა - ჯაბა კანკავას საგოლე პასზე უკვე მოგახსენეთ, ერთხელ კი თავი "ჟილ ვისენტეს" ქართველმა ლეგიონერმა ავთო ებრალიძემ გამოიჩინა პორტუგალიის თასზე, ელიტის "ნასიონალის" წინააღმდეგ.
ჯაბა კანკავას საგოლე პასი
Sportall.Ge

ტრანსფერები, დებიუტები
იანვრის თვეში 6 ქართველ ფეხბურთელს ჰქონდა დებიუტი. აღსანიშნავია კვიპროსული "ანორთოსისიდან" ესპანურ "ჟიმნასტიკში" გიორგი აბურჯანიას გადასვლა. ასევე, თორნიკე ოქრიაშვილის იჯარა "გენკიდან" თურქულ "ესქიშეჰირსფორში". გიორგი მერებაშვილმა კვლავ შეიცვალა კლუბი და მას ბერძნულ სუპერლიგაში ახლა "ლევადიაკოსის" რიგებში ჰქონდა დებიუტი.

მათ გარდა, დებიუტები ჰქონდათ: ამირან სანაიას (ფრანგულ "ლე-ერბიეში"), რევაზ ბარაბაძეს და ელგუჯა გრიგალაშვილს (კვიპროსულ "ახნასში"). ამათგან ყველა ლეგიონერი იყო, ბარაბაძის გარდა, რომელიც I ლიგის "რუსთავში" ასპარეზობდა. თუმცა ბარაბაძისთვისაც არ არის ახალი ხილი ლეგიონერობა (უკრაინაში ასპარეზობდა). პირიქითაც მოხდა - როინ კვასხვაძემ ერთი თამაში მოასწრო კვიპროსულ "პაფოსში" და ის საქართველოში დაბრუნდა, ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას დაიცავს.

დისციპლინა
იანვარში ქართველები 4-ჯერ გააფრთხილეს, მაგრამ არცერთხელ გაუძევებიათ.

დაბრუნება
ზუსტად 5-თვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ლევან მჭედლიძე, რომელსაც "ემპოლიში" აგვისტოს მერე არ უთამაშია. მჭედლიძე "ნაპოლისთან" თამაშში დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ლეგიონერად საბა კვირკველია დავასახელეთ, ხოლო 2015 წლის - ვაკო ყაზაიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული