გიორგი არაბიძე: ტრავმის გამო "ლოკომოტივთან" ვერ ვითამაშებ

AutoSharing Option
დღეს, 8 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე, ესპანურ შეკრებაზე მყოფი თბილისის "ლოკომოტივი" დონეცკის "შახტარს" დაუპირისპირდება, რომლის რიგებშიც "ლოკომოტივის" ყოფილი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე ასპარეზობს.

არაბიძემ უკრაინული კლუბის პრესამსახურთან თბილისურ გუნდზე ისაუბრა.

- გიორგი, რას წარმოადგენს დღეს "ლოკომოტივი"?
- "ლოკომოტივი" უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს. გუნდი გამოცდილი ფეხბურთელებით გაძლიერდა. ჩემს მეგობარ ნიკა ჭანტურიას გამოვყოფ, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისის "დინამოდან" გადავიდა "ლოკომოტივში". ნიკა ამპლუით ცენტრალური მცველია.

მათგან, ვისთანაც მითამაშია, მამია გავაშელიშვილის გამოყოფა შემიძლია - პირველი ლიგის წინა სეზონში მან 40-ზე მეტი გოლი გაიტანა.

მთლიანობაში,
"ლოკომოტივი" საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდია.

- მოდი, "ლოკომოტივის" და "შახტარის" სათამაშო სტილი შეადარე...
- "ლოკომოტივი" ტექნიკურ და კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს. მეტწილად ცენტრიდან უტევს. სათამაშო სტილით, გარკვეულწილად, "შახტარის" თამაშს ჰგავს, მაგრამ "შახტარი" ფლანგებზე უკეთ მოქმედებს.

- "ლოკომოტივი" შენი პირველი გუნდია და პირველად მოგიწევს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში. რას გრძნობს ფეხბურთელი ასეთ დროს?
- რა თქმა უნდა, ყოველთვის დიდი სითბოთი და პატივისცემით ვიხსენებ ჩემს პირველ პროფესიონალურ გუნდს.

ძალიან მსურდა ამ თამაშში მონაწილეობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ტრავმის გამო ვერ ვითამაშებ. უკვე რამდენიმე დღეა სარეაბილიტაციო კურსს გავდივარ და ფიტნესით ვარ დაკავებული. ვიმედოვნებ, გუნდს მალე დავუბრუნდები.
– Сравни стили игры «Шахтера» и «Локомотива».
– «Локо» играет в техничный и комбинационный футбол. Он атакует больше по центру. По стилю чем-то напоминает манеру игры «Шахтера», но «горняки» эффективнее действуют на флангах.

– «Локомотив» – твоя первая команда. Фактически ты впервые в жизни сталкиваешься с возможностью сыграть против бывших одноклубников. Какие ощущения испытывает футболист в такой момент?
– Конечно, я всегда тепло вспоминаю свою первую профессиональную команду. С уважением отношусь ко всем. Я очень хотел принять участие в этом матче, но, к сожалению, из-за травмы не смогу выйти на поле: уже несколько дней прохожу курс лечения и занимаюсь фитнесом. Надеюсь как можно скорее вернуться к тренировкам в общей группе.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამის იმედი გვქონდა და ამანაც დაიწყო უკვე ტრამვების ძახილი.
manuchar
19:47 08-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული