"ვიტესი" "ალკმაართან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1. კაშია კი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "ვიტესის" ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ ქართველს თავის ჩვეულ პოზიციაზე, ცენტრალურ მცველად არ უთამაშია - ის მარჯვენა მცველი იყო.
კაშიამ გულშემატკივართა მხარდაჭერაზე ისაუბრა.
"ეს ყველაფერი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან ემოციური იყო. დედაჩემმა ტირილი დაიწყო, როცა ნახა,
მიუხედავად ამისა, თავს უხერხულად ვგრძნობდი. გუნდში მოთამაშე ფეხბურთელებისთვის და ასევე, ჩემი კონკურენტებისთვის ეს ყველაფერი არ იყო მარტივი. მე ასევე არნოლდთან და მაიკელთან ("ვიტესის" მცველები, რომლებმაც კაშია ჩაანაცვლეს - რედ.) ვაპირებ საუბარს და კიდევ ერთხელ იმის თქმას, რომ თავს უხერხულად ვგრძნობდი.
ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. ემოციებში მყოფს უცნაური რაღაცების კეთება შემიძლია. ჩემმა ცოლმა იცის ეს ყველაფერი, ამიტომ ამ პერიოდში გვერდში დამიდგა და მითხრა, რომ "ვიტესში" უნდა დავრჩენილიყავი.
ის ისევ მართალი აღმოჩნდა. მისგან ძალიან ბევრს ვსწავლობ", - ციტირებს კაშიას ad.nl-ი.