შოთა არველაძე ბერძნული პაოკ-ისგან გარანტიებს ითხოვს

AutoSharing Option
როგორც შევიტყვეთ, შოთა არველაძისა და ბერძნული პაოკ-ის თანამშრომლობის საკითხი კვლავაც აქტუალურია. ჩვენი ინფორმაციით, 42 წლის ქართველი სპეციალისტი სალონიკური კლუბის ხელმძღვანელობისგან გარკვეულ ფინანსურ-საბანკო გარანტიებს ითხოვს. ბოლოს სწორედ ამ შინაარსის საუბარი შედგა პაოკ-ის მესვეურებსა და არველაძეს შორის.

ფინანსურ გარანტიებთან დაკავშირებით, შოთას ვერავინ გაამტყუნებს. ჯერ ერთი, მას "ტრაბზონსფორში" ქრონიკული ფინანსური კრიზისის პირობებში უწევდა მუშაობა და ამანაც განაპირობა, რომ გუნდის შედეგები იდეალური არ იყო.

და მეორეც - ბერძნული კლუბები არცთუ ჯანსაღი რეპუტაციით გამოირჩევიან. არაერთხელ მომხდარა, ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს ამ ქვეყნის კლუბებთან ფინანსური პრობლემები რომ
შეჰქმნიათ. მათ შორის იყვნენ ჩვენებურებიც და ამაზე "ლელო" ოპერატიულად გაწვდიდათ ინფორმაციას.

შოთას აქამდე "ქაისერისფორი", "ქასიმფაშა" და "ტრაბზონსფორი" (სადაც გიორგი დევდარიანი ეხმარებოდა) გაუწვრთნია, მანამდე კი ლუის ვან გაალის ასისტენტი იყო "ალკმაარში".

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის სუპერლიგაში პაოკ-ს მეოთხე ადგილი უჭირავს. ამ გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს. ბერძნებს აქამდე ახლო წარსულში ცნობილი ხორვატი მცველი იგორ ტუდორი მოძღვრავდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
როგორც ფეხბურთელს არაფერი დაეწუნებოდა შოთას, როგორრც მწვრთნელს კი არსად შედეგი არ ჰქონია და ნუ ადიდებ და აქებ.
gios
10 თებერვალი 2016 14:46
0
ყოველდღე ამას აპიარებენ "ფინანსური გარანტიები მოუთხოვია")) აუუუფ.... როგორც მწვრთნელი შოთა ვერ ქაჩავს და არც პაოკს ელის კარგი მომავალი თუ დანიშნეს არველაძე მწვრთნელად... გამიხარდება თუ ვცდები მაგრამ....
Gogia
10 თებერვალი 2016 14:45
0
არველაძისნაირი რომელი გყავტ საქარტველოში ბოგმიანებო ფულისტებო შინაური თქვენ რათ გინდათ სულელურად ფულის ხარჯვა ეხლა ნახეთ ცხადაძის კოპენსაცია ცალკე და ახალი მცვრთნელის თანხა ცალკე დაითვალეთ ხალხო რამხელა თანხაა ამატ ხალხი შტერები ვგონივართ მაგარი ეკონომია გააკეტეს მაგრები ხართ
gio
10 თებერვალი 2016 13:46
0
მომწონს, ნამდვილი პროფესიონალია შოთა, პირველივე დაძახებაზე არ უნდა გაიქცე. არიქა ოქროს კოშკებს მპირდებიანო. რადგან უფრო ხშირად გაქრობა იციან ასეთმა კოშკებმა. თანაც, საქმე ისე მიდის, მგონია აქაც დაგვჭირდება შოთა.
gizog
10 თებერვალი 2016 11:12
0
ჯერ უნდა განატლება მიიგოს და მერე სჰეეჯიდოს დიდ გამოცვევებს.მაგრამ ფულის სჰოვნიტ არიან გაგიჯებული.ალბატ მინისტრობა მოუნდება მალე
Manoni
10 თებერვალი 2016 10:42
0
მაგარი კაცია გაუმარჯოს
Manoni
10 თებერვალი 2016 10:39
0
კარგი ეხლა რაც არ უნდა ადიდოტ და აქოტ არველადზე არაპერი მწრტვნელი არ არის
ledi
10 თებერვალი 2016 10:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული