რუსული სოციალური ქსელის, ВКонтакте-ს (vk.com) ბერლინის "ჰერტას" გვერდი იუწყება, რომ სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე შესაძლოა, მოსკოვის "სპარტაკის" ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ბერლინის "ჰერტაში" გადავიდეს. ყოველ შემთხვევაში, გერმანული კლუბი დაინტერესებულია.
წყაროს თქმით, ჯერ ეს მხოლოდ ხმებია და შესაძლოა, ტრანსფერის განხორციელებაში სფფ-ის დღევანდელი პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის ბერლინური წარსულიც დაეხმაროს.
ჯანო ანანიძე ამჟამად "სპარტაკის" კვიპროსულ შეკრებაზე იმყოფება და თვის მეორე ნახევარში ტესტ-მატჩებში მონაწილეობასაც გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ დეკემბერში თავად ანანიძემ დაადასტურა, რომ მისით ორი ესპანური კლუბი დაინტერესდა. ქართველ ფეხბურთელს "სპარტაკთან" კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აქვს.
15:55 16-02-2016
ჯანო ანანიძე ბერლინის "ჰერტაში" გადადის?
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 11 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
არ დაიჯერო(მე არ მჯერა((
0
0
დავიჯერო? :D
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული