"სკა ენერგიაში" გიორგი ნავალოვსკიმ ითამაშა, გიორგი ილურიძემ გაიტანა
AutoSharing Option
რუსეთის პირველი ლიგის თასის გათამაშებაში ხაბაროვსკის "სკა ენერგიამ" პენალტების სერიაში 8:9 წააგო "სიბირთან". ძირითადი დრო 0:0 მორჩა. ტურნირი კვიპროსში მიმდინარეობს.
ხაბაროვსკელთა ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი ნავალოვსკი. რაც შეეხება გუნდის ახალწვეულ გიორგი ილურიძეს, ის შეცვლაზე შევიდა და მატჩისშემდგომი პენალტიც გაიტანა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით) ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"