გოგიტა გოგუა კარიერას ყაზახეთის ჩემპიონატის უმაღლესლიგელ "ირტიშში" გააგრძელებს

AutoSharing Option
32 წლის გოგიტა გოგუა კარიერას ყაზახეთის ჩემპიონატის უმაღლესლიგელ "ირტიშში" გააგრძელებს. ბოლოს გოგუა საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, გორის "დილას" შემადგენლობაში ირჯებოდა.

გორელები ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ თურქული შეკრებიდან, სადაც ერთმანეთს სწორედ ეს ქართული და ყაზახური კლუბები დაუპირისპირდნენ. ის შეხვედრა "ირტიშმა" მოიგო, თუმცა იმ მატჩში გოგუამ შესანიშნავად ითამაშა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მან 27 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება "ირტიშს", პავლოდარულმა კლუბმა ყაზახეთის წინა ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავა. ახლა კი არაერთი ფეხბურთელი დაიმატა და მომავალ სეზონში მიზნად ევროპალიგის საგზურის მოპოვება
ექნება დასახული. "ირტიშის" მთავარი მწვრთნელი ბულგარელი დიმიტარ დიმიტროვია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისევ უფულო ტრანსფერი? და მერე კიდე გამოვლენ მათ შორის დილას ხელმძღვანელობა და სათანადოთ რატომ არ გვაფინანსებთო... თუ ეგეც უფულოდ გაუშვეს უკვე მარაზმია ეს ყველაფერი. თან ვიცი მაისია ბოლომდე კონტრაქტი ქონდა
გიორგი
12:11 17-02-2016
0

სიახლეები პოპულარული