გიორგი არაბიძე: თავს მზად ვთვლი ეროვნული ნაკრებისთვის

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების და დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელმა გიორგი არაბიძემ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა. ამასთან, გიორგიმ საუკეთესო კითხვა შეარჩია, რომლის ავტორსაც სამახსოვროდ თავის მაისურს გადასცემს.

ქვემოთ, ჩვენი აზრით, საინტერესო, რამდენიმე კითხვა-პასუხს წარმოგიდგენთ, "ინტერნეტკონფერენციის" სრულად ნახვა კი აქ შეგიძლიათ (იხილეთ ბმული).

მკითხველი:
- გამარჯობა, გიო. მაინტერესებს, თვლი თუ არა თავს მზად ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ?
- კი, თავს მზად ვთვლი ეროვნული ნაკრებისთვის.

მკითხველი:
- საქართველოში ხალხის და სპეციალისტების აზრი ორად იყოფა იმაზე, უნდა მიდიოდნენ თუ არა ახალგაზრდა ფეხბურთელები საზღვარგარეთ. ძალიან
მაინტერესებს შენი აზრი და თან გვითხარი, რატომ აირჩიე "შახტარი"? გისურვებ წარმატებებს! უფალი გფარავდეს!
- საქართველოში რომ იყოს ყველანაირი პირობა ფეხბურთის სათამაშოდ, არ ვიტყოდი, რომ უნდა მიდიოდნენ, მაგრამ... ჩემი პასუხი დღეს არის ასეთი - კი, უნდა მიდიოდნენ!

საქართველოში ფეხბურთელი ფეხბურთელად ვერ იგრძნობს თავს და ვერ ითამაშებს პროფესიონალურ დონეზე. საამისოდ არანაირი პირობა არ არის და ეს ყველამ იცის.

ამ ასაკში "შახტარი" ჩემთვის საუკეთესო ვარიანტია და არცერთ სხვა ევროპულ დიდ გუნდში წასვლა არ მსურდა. ჩემთვის მთავარი თამაშია, მით უმეტეს, ამ ასაკში. სწორედ ამიტომ ავირჩიე "შახტარი".

მკითხველი:
- იძლევი თუ არა იმის პირობას, რომ არ შეგეყრება ვარსკვლავური სენი და არ დაემსგავსები იმ ქართველ ფეხბურთელებს, რომელთა იმედიც ერთ დროს ძალიან დიდი გვქონდა ქართველ გულშემატკივრებს?
- მათ რომ სენი შეეყარათ და, თქვენი თქმით, "თავი დაიღუპეს", მხოლოდ მათი ბრალია. მოკლე პასუხით შემოვიფარგლები :)
მკითხველის კომენტარები / 26 /
ეს ბიჭი ჩვენი ფეხბურთის ხვალინდელი დღეა, (რამდენიმე გამორჩეულთან ერთად)ყველა ის საფეხბურთო კომპონენტი,რომელიც დიდი ფეხბურთის სათამაშოდ დღეს აუცილებელია, გიოს აქვს.რა თქმა უნდა დასახვეწიც ბევრია,მაგრამ აშკარაა,რომ პროგრესირდება, ხოლო იმას,რომ თავდაჯერებულია ნაკრებში თამაშზე, ამაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ მითუმეტეს ვიცით,თუ როგორი ბრძოლის ჟინი აქვს.
sake
24 თებერვალი 2016 23:01
0
Qutaiselo sheni tqmis ariyos bachanas tu agar jobia da vabshe daanebos pexburts tavi :-D :-D
Irakli 88
18 თებერვალი 2016 14:05
0
მოძველებული,წვერებიანი ანეგდოტი "მოუხარშავი სოსისის" შესახებ, რა მოსატანია. არაბიძეს ჯერ დასამტკიცებელი აქვს ასაკობრივ ნაკრებებში.
tngh
18 თებერვალი 2016 13:13
0
gaiozi-ს ანუ იგივე "მასწავლებელს". ვაგზლის მოედანზე ჩამომდგარი სამი ვაგონი "მოუხარშავი სოსისი" უკვე მოხარშულია და გასამაგდა. რატომ არ ჩქარობ?
giga
18 თებერვალი 2016 12:44
0
ნუ ჩქარობ, გიორგი. ყველაფერს თავისი დრო აქვს. გაიოზს კი 100%-ით ვეთანხმები.
tngh
18 თებერვალი 2016 12:43
0
ამ ბიჭის თამაში 17 წლამდელთა რიგებში ვნახე რამდენიმე ტვის წინ, მეეჭვება ისე მოემატებინა რომ პირდაპირ ეროვნულში უკრან თავი, კარგი იქნება თუ ყველა ასაკობრივ ნაკრებში მოსინჯავს ჯერ ძალებს, ტვიტონაც წაადგება და ცვენ ნაკრებებსაც
irakli apkhaidze
18 თებერვალი 2016 12:35
0
Raiyot xalxo ram gagagijat ase am bichis natqvamzee,me maxsovs manamdec kitxes giorgis nakrebze da mashin tqva rom mgoni jer ar var mzado,exla ki upro metad gaerkva tavis tavshi,shesadzleblobebshi da tqva bichma mzad varo da ram gadagriat esee,davijero nakrebshi amaze meti magali donis xalxi gvyavs ? ( zogiertebs vgulisxmob),tavis tavis unda ircmunos bichma aba rogor gindat,visac tavis tavis ar jera is verc itamashebs pexburts da aseti bevri gvyolia da gvyavs exlac.
Irakli 88
18 თებერვალი 2016 12:32
0
ადმინისტრაციას, კარგი იქნება, თქვენ მიერ გამოქვეყნებულს, რომელიც შეეხება უხამსობასა ............ და შეურაცხყოას, თქვენს მიერვე დაცული იქნება და არ ვიხილავთ კომენტარებში უზრდელ და უგვანო არაკაცების ე. წ. კომენტარებს.
gaiozi
18 თებერვალი 2016 12:01
0
ამ კომენტარებს რომ ვეცნობი, მიკვირს, ნუთუ ფეხბურთის "მცოდნე" ამდენ ხალხში, ვერ შეარჩია ფედერაციამ ნაკრების მწვრთნელი!!! მაგალითად _svani_. მაგარი ნაჯახი მწვრთნელი დადგება ამ სვანისაგან.
guruli
18 თებერვალი 2016 11:19
0
ნაკრებში თუ შეიძლება ბაჩანა ცხადაძის მიწვევა ამან რა დააშავა ან სათამაშო პრაქტიკაო ვინც გაიძახის რამდენია მოთამაშე ძირითადის საქართველოს ნაკრებიდან ერთი ჩამოთვალედ რა და კიდე მე აბურჯანიასაც მივიწვევდი ნაკრებში რადგან ეგეთი ცენტრალური ნახევარმცველი დღეს ქართულ ფეხბურთს არყავს.
qutaiseli
18 თებერვალი 2016 11:15
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული