გიორგი არაბიძე: თავს მზად ვთვლი ეროვნული ნაკრებისთვის

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების და დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელმა გიორგი არაბიძემ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა. ამასთან, გიორგიმ საუკეთესო კითხვა შეარჩია, რომლის ავტორსაც სამახსოვროდ თავის მაისურს გადასცემს.

ქვემოთ, ჩვენი აზრით, საინტერესო, რამდენიმე კითხვა-პასუხს წარმოგიდგენთ, "ინტერნეტკონფერენციის" სრულად ნახვა კი აქ შეგიძლიათ (იხილეთ ბმული).

მკითხველი:
- გამარჯობა, გიო. მაინტერესებს, თვლი თუ არა თავს მზად ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ?
- კი, თავს მზად ვთვლი ეროვნული ნაკრებისთვის.

მკითხველი:
- საქართველოში ხალხის და სპეციალისტების აზრი ორად იყოფა იმაზე, უნდა მიდიოდნენ თუ არა ახალგაზრდა ფეხბურთელები საზღვარგარეთ. ძალიან
მაინტერესებს შენი აზრი და თან გვითხარი, რატომ აირჩიე "შახტარი"? გისურვებ წარმატებებს! უფალი გფარავდეს!
- საქართველოში რომ იყოს ყველანაირი პირობა ფეხბურთის სათამაშოდ, არ ვიტყოდი, რომ უნდა მიდიოდნენ, მაგრამ... ჩემი პასუხი დღეს არის ასეთი - კი, უნდა მიდიოდნენ!

საქართველოში ფეხბურთელი ფეხბურთელად ვერ იგრძნობს თავს და ვერ ითამაშებს პროფესიონალურ დონეზე. საამისოდ არანაირი პირობა არ არის და ეს ყველამ იცის.

ამ ასაკში "შახტარი" ჩემთვის საუკეთესო ვარიანტია და არცერთ სხვა ევროპულ დიდ გუნდში წასვლა არ მსურდა. ჩემთვის მთავარი თამაშია, მით უმეტეს, ამ ასაკში. სწორედ ამიტომ ავირჩიე "შახტარი".

მკითხველი:
- იძლევი თუ არა იმის პირობას, რომ არ შეგეყრება ვარსკვლავური სენი და არ დაემსგავსები იმ ქართველ ფეხბურთელებს, რომელთა იმედიც ერთ დროს ძალიან დიდი გვქონდა ქართველ გულშემატკივრებს?
- მათ რომ სენი შეეყარათ და, თქვენი თქმით, "თავი დაიღუპეს", მხოლოდ მათი ბრალია. მოკლე პასუხით შემოვიფარგლები :)
მკითხველის კომენტარები / 26 /
ეს ბიჭი ჩვენი ფეხბურთის ხვალინდელი დღეა, (რამდენიმე გამორჩეულთან ერთად)ყველა ის საფეხბურთო კომპონენტი,რომელიც დიდი ფეხბურთის სათამაშოდ დღეს აუცილებელია, გიოს აქვს.რა თქმა უნდა დასახვეწიც ბევრია,მაგრამ აშკარაა,რომ პროგრესირდება, ხოლო იმას,რომ თავდაჯერებულია ნაკრებში თამაშზე, ამაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ მითუმეტეს ვიცით,თუ როგორი ბრძოლის ჟინი აქვს.
sake
23:01 24-02-2016
0
Qutaiselo sheni tqmis ariyos bachanas tu agar jobia da vabshe daanebos pexburts tavi :-D :-D
Irakli 88
14:05 18-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული