გიორგი არაბიძე ინდივიდუალურად ვარჯიშობს

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" ქართველი ფორვარდი გიორგი არაბიძე ინდივიდუალურ ვარჯიშს შეუდგა.

"შახტარი" ევროპის ლიგის 1/16-ფინალში გელზენკირხენის "შალკეს" წინააღმდეგ განმეორებითი შეხვედრისთვის ემზადება. ჯერჯერობით უცნობია, მოასწრებს თუ არა არაბიძე ამ შეხვედრისთვის სრულად გამოჯანმრთელებას.

"შახტარსა" და "შალკეს" შორის განმეორებითი შეხვედრა 25 თებერვალს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი მატჩი დონეცკში უგოლოდ დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
არ ვიცი მე ჩამოვრჩი მოვლენებს, თუ ეს სტატიის ავტორის ოპტიმიზმია. ვერ მივხვდი რა შუაშია არაბიძის გამოჯანმრთელება შალკესთან მოახლოებულ თამაშამდე. მთავარ გუნდში ჩასვეს უკვე არაბიძე ? თუ ვინმემ რაიმე იცით და გამაგებინებთ წინასწარ დიდი მადლობა :)
ირაკლი
22:28 21-02-2016
0
კი ჩასვეს, ევროპა ლიგის განაცხადში შეიყვანა ლუჩესკუმ ;)
ლაშა
00:55 22-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული