შეგახსენებთ, რომ ქეცბაია "ანორთოსისის" ღირსებას, როგორც ფეხბურთელი (2002-06 წლები), მოგვიანებით კი როგორც მწვრთნელი (2004-09 წლები) იცავდა და ამ გუნდის ლეგენდად ითვლება. ახლა კი პირველად მოხდა, რომ "ანტონის პაპადოპულოსზე" ქართველი სპეციალისტი მოწინააღმდეგის სტატუსით გავიდა.
"ანორთოსისის" გულშემატკივართა ნაწილი ქეცბაიას მტრულად დახვდა. გულშემატკივრები სპეციალისტს მთელი მატჩის განმავლობაში ლანძღავდნენ, თამაშის დაწყებამდე კი მისი მისამართით ყალბი ფული გადაყარეს, რომელზეც სწორედ ქეცბაია იყო გამოსახული.
![ლარნაკაში ფანებმა თემურ ქეცბაია გალანძღეს და ფული მიაყარეს [VIDEO] Sportall.Ge](/pictures/artimages/image17/55ccc3d9b20cafd4eafc06d23eb50309.jpg)
მატჩის შემდეგ ქეცბაიამ ამ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა:
"აქ არასდროს არაფერს აფასებენ. დიდი ხანია ვამჩნევ, რომ ეს ხალხი ფეხბურთისგან ძალიან შორსაა. სამწუხაროა, რომ მათ ძველი წარმატებები დაავიწყდათ, თუმცა, საბედნიეროდ, იყო ისეთი ხალხიც, ვინც დამიფასა წარსული და მათი მადლობელი ვარ. სიმართლე გითხრათ, სულ სხვა სახის დახვედრას ველოდი", - განაცხადა ქეცბაიამ.
24 ტურის შემდეგ "აპოელი" 56 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას.