დაცვის მარცხენა ფლანგზე დისკვალიფიცირებულ იაპონელ ოტას კელვინ ლეერდამი შეცვლის. გურამ კაშიას კი დაცვის ცენტრიდან ისევ მარჯვენა ფლანგზე გადასწევს, რასაც კევინ დიკსის სათადარიგოთა სკამზე დასმა მოჰყვება.
რობ მაასმა დაცვის ხაზში ხშირი ცვლილებებით ჰოლანდიური მედიის გულისწყრომა უკვე გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ კაშია აცხადებს, რომ თავად ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაში ურჩევნია.