გიორგი აბურჯანია: "ხიმნასტიკის" პრეზიდენტი ორი ქართველით დავაინტერესე

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების და ტარაგონას "ხიმნასტიკის" ფეხბურთელმა გიორგი აბურჯანიამ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა. ამასთან, გიორგიმ საუკეთესო კითხვა შეარჩია, რომლის ავტორსაც, თორნიკე შარვაძეს სამახსოვროდ თავის მაისურს გადასცემს.

ცნობისთვის, გიორგიმ საუკეთესო კითხვა იმ კითხვებიდან შეარჩია, რომლებსაც ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია ახლდა.

ქვემოთ, ჩვენი აზრით, საინტერესო, რამდენიმე კითხვა-პასუხს წარმოგიდგენთ, "ინტერნეტკონფერენციის" სრულად ნახვა კი აქ შეგიძლიათ (იხილეთ ბმული ).

მკითხველი:

- გამარჯობა, გიორგი. პირველ რიგში, გისურვებ წარმატებებს. მაინტერესებს, შენი წარმატებული სტარტის შემდეგ "ხიმნასტიკში" დაინტერესდნენ თუ არა სხვა ქართველი ფეხბურთელებით და უწევ თუ
არა რომელიმე ქართველ ფეხბურთელს რეკომენდაციას გუნდის მესვეურებთან?
- გამარჯობა. დიახ, გავუწიე რეკომენდაცია 2 ფეხბურთელზე. ახლა აკვირდებიან და დიდი იმედი მაქვს, დადებითად დასრულდება ეს საკითხი. თუ ვისზე მაქვს საუბარი, მოდი, ჯერჯერობით საიდუმლოდ შევინახოთ.

მკითხველი:

- გიორგი, თუ შეგიძლია, ჩამოგვითვალე შენ მიერ შედგენილი საუკეთესო თერთმეტეული, ამჟამად მოთამაშე ფეხბურთელებისგან შემდგარი...
- ჯანლუიჯი ბუფონი, დანი ალვეში, სერხიო რამოსი, ტიაგო სილვა, დავიდ ალაბა, ლუკა მოდრიჩი, ხამეს როდრიგესი, კრიშტიანო რონალდო, ლიონელ მესი და ნეიმარი, თუმცა ლუის სუარესი ისეთ ფორმაშია, მისი ჩამატებაც შეიძლება :D
მკითხველის კომენტარები / 4 /
დანი ალვეშს დღეს ბევრად სჯობს სერჟ ორიე პსჟ-დან!
0
G7 ეს რომელი სერჟ ორიეზე გაქვს საუბარი, იმავე პსჟ-ს ძირითადშიც რომ ვერ ხვდება, ახლახანს საერთოდ რომ მოკვეთეს გუნდიდან?

ზოგადად მინდა ვთქვა რომ კარგი ინტერვიუ იყო. საკუთარი თავის რწმენა ბევრ რამეს ნიშნავს, სწორედ ამას ვუსურვე გიორგის და სხვა ქართველ ფეხბურთელებსაც.
ნეიტრალი
15:02 26-02-2016
0

სიახლეები პოპულარული