გოგიტა გოგუამ პავლოდარის "ირტიშში" სადებიუტო გოლი გაიტანა

AutoSharing Option
გორის "დილადან" პავლოდარის "ირტიშში" ამ ზამთარს გადასულმა გოგიტა გოგუამ ყახახურ გუნდში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

26 თებერვალს, თურქულ შეკრებაზე, უკრაინულ "სტალთან" გამართულ ამხანაგურ მატჩში, გოგიტამ ანგარიში 11-მეტრიანით, 34-ე წუთზე გახსნა, მისმა გუნდმა კი საბოლოოდ 2:1 გაიმარჯვა.

მომდევნო სპარინგს 32 წლის გოგიტა გოგუას გუნდი 28 თებერვალს, კიდევ ერთ ყაზახურ გუნდთან, პეტროპავლოვსკის "ყიზილ-ჟართან" ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ "ირტიშმა" ყაზახეთის წინა ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავა. ახლა კი არაერთი ფეხბურთელი დაიმატა და მომავალ სეზონში მიზნად ევროპალიგის საგზურის მოპოვება ექნება დასახული.
მკითხველის კომენტარები / 2 /
Gოგუუუუ მიხარია მაგრად შენი ამბები!აბა შენ იციიი!
Gvanca!!!
01:09 28-02-2016
0
ძალიან კარგია, მიხარია გოგუას წარმატება, გამოადგება ნაკრებს . საჭირო ფეხბურთელია ეროვნული გუნდისთვის, იმედია გაითვალისწინებს ახალი მწვრთნელი, კახა რომ დარჩენილიყო დარწმუნებული ვარ დაუძახებდა.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული