"ოლეკსანდრიას" მწვრთნელი: თარგამაძის თამაშით მაინც კმაყოფილი ვარ

AutoSharing Option
უკრაინის თასის პირველი მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ, რომელშიც დავით თარგამაძის გუნდმა "ოლეკსანდრიამ" შინ კიევის "დინამოსთან" ფრედ (1:1) ითამაშა, მასპინძელთა თავკაცმა ვლადიმირ შარანმა შეხვედრა შეაფასა და ქართველი ფეხბურთელიც ახსენა.

თარგამაძემ მოედანზე 73 წუთი გაატარა, ერთ ეპიზოდში კი მან პარტნიორი ბრწყინვალე პასით "დინამოს" მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, თუმცა დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა.

"ფეხბურთელებთან პრეტენზიები არ მაქვს. მადლობელი ვარ მცველების, რომლებმაც თავგანწირვით და ხარისხიანად ითამაშეს. დღეს შევძელით გოლის სტანდარტიდან გატანა. ეს ჩვენთვის ისტორიული შედეგია!

დღეს დავით თარგამაძემ გუნდურად ითამაშა. ჩანდა, რომ ბოლოსკენ ძალა აღარ ჰყოფნიდა, მაგრამ
მისი თამაშით კმაყოფილი ვარ.

შევეცდებით თუ არა თასზე სენსაციის მოხდენას? შევეცდებით", - თქვა შარანმა.

ამ გუნდების საპასუხო დაპირისპირება კიევში 23 მარტს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს 3 წელი მაინც იქნებოდა უთამაშებელი!
0
თარგამაძე ნიჭიერი ბიჭია მაგრამ რად გინდა....... ხელფასი ქონდეს და სულ კიდია ფეხბურთი
jani
18:04 02-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული