61saat.com: "ტრაბზონის" სკაუტმა გურამ კაშია მოინიშნა

AutoSharing Option
"ტრაბზონმა" წლევანდელი სეზონი აშკარად ჩააგდო, გუნდი, რომელსაც სეზონის დასაწყისში შოთა არველაძე წვრთნიდა, ახლა სუპერლიგაში მე-14 ადგილზეა.

61saat.com-ის ინფორმაციით, გუნდი ზაფხულში რამდენიმე პოზიციაზე უნდა გაძლიერდეს, მათ შორის კი მარჯვენა მცველის პოზიციაა. კლუბის სკაუტებმა უკვე მოინიშნეს საჭირო ფეხბურთელები.

რომელთა შორისაცაა "ვიტესის" 28 წლის კაპიტანი გურამ კაშია. საიტის ინფორმაციით, მართალია, კაშია ცენტრალური მცველია, მაგრამ ამ პოზიციაზეც შეუძლია თამაში.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონის დასაწყისში კაშიამ "ვიტესთან" 2020 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება, თუმცა დეკემბერ-იანვარში სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ ჰქონდა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ნუ ეხლა თურქეთში ნანი და ვან პერსი წავიდნენ და კაშიაც რო წავიდეს არ იქნება სასწაული!
0
თურქეთში წასვლით კარიერას დაიღუპავს, ჯობია ვიტესში დარჩეს
გულშემატკივარი
19:11 02-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული