გაგვახარა გიორგი ჭანტურიამ (90 წუთი). მისი "დუისბურგი" გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში სტუმრად დაუზავდა "ფრანკფურტს" - 3:3. 76-ე წუთზე ჭანტურიამ საგოლე პასი მიაწოდა ონეგბუს და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
"ფრაიბურგმა" საგარეო მატჩში 4:1 სძლია "არმინიას". გამარჯვებულთა შორის არ უთამაშია ლუკას ჰუფნაგელს. მას გრიპის ვირუსი აქვს.
* * *
უკრაინის თასის პირველ მეოთხედფინალში "ზორიამ" გასვლაზე ფრედ ითამაშა ლუცკის "ვოლინთან" - 1:1. ლუგანსკელთა შორის 78 წუთი იყო მოედანზე ჯაბა ლიპარტია, რომელიც საგოლე პასით გამოირჩა."შახტარმა" გასვლაზე გიორგი არაბიძის გარეშე 4:0 მოუგო "ვორსკლას".
* * *
კვიპროსის ჩემპიონატის მორიგ ტურში "ანორთოსისმა" 2:0 მოუგო "პარალიმნის". გამარჯვებულთა შორის 90 წუთი ითამაშა ირაკლი მაისურაძემ. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა აპოელ-მა სტუმრად 1:0 სძლია "აპოლონს".
გასვლაზე მოიგო "პაფოსმაც" - 3:1 "დოქსასთან". მოგებულთა შორის 90 წუთი ითამაშა ლევან ხმალაძემ და ყვითელი ბარათიც მიიღო.
"აჩნასი" შინ დაუზავდა "ნეა სალამინას" - 2:2. მასპინძელთა შორის ძირითადში იყო რევაზ ბარაბაძე, რომელიც 72-ე წუთზე შეცვალეს. 62-ე წუთზე შევიდა მინდორზე შოთა გრიგალაშვილი, მაგრამ 10 წუთში ტრავმის გამო მოედანი დატოვა. მისი ძმა ელგუჯა გრიგალაშვილი კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
* * *
პოლონეთის ჩემპიონატში ლადო დვალიშვილის "პოგონი" ლუკა ასათიანისა და ლუკა გუგეშაშვილის "იაგელონიას" შეხვდა. "იაგელონიას" ქართველები 17-წლამდელთა ნაკრებში არიან გამოძახებულები, დვალიშვილი კი სათადარიგო იყო და მინდორზე 62-ე წუთზე შევიდა. შეხვედრა 0:0 დასრულდა.* * *
აზერბაიჯანის თასის გათამაშებაში "ინტერმა" გასვლაზე მოსინჯა ძალა "რავანთან" და 1:2 წააგო. "ინტერის" ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ზურაბ ხიზანიშვილი, ლაშა სალუქვაძე და ნიკა კვეკვესკირი.ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"