ad.nl: იმედია, "ვიტესის" თავკაცი კაშიასა და ყაზაიშვილს თავიანთ პოზიციებზე დააბრუნებს

AutoSharing Option
ad.nl-მა (Algemeen Dagblad) სტატია მიუძღვნა არნემის "ვიტესის" მზადებას "როდასთან" საგარეო მატჩისთვის, რომელიც 6 მარტს გაიმართება.

შესაძლოა, ცვლილებები კვლავ შეეხოს არნემელ ქართველებს, გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილს.

"პარასკევს რობ მაასმა "ვიტესი" დახურულ კარს მიღმა ავარჯიშა. საიდუმლო ვარჯიში აჩენს კითხვას, რომ მაასი, ალბათ, კვლავ აპირებს ცვლილების შეტანას გუნდში, რომელმაც ბოლო 8 ტურში მხოლოდ ორი თამაში მოიგო.

ბოლოს მაასმა გურამ კაშია მარჯვენა მცველად ათამაშა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი - ცენტრფორვარდად. ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა, გუნდმა კიდევ უფრო ცუდად ითამაშა. ლოგიკური იქნება, თუკი მაასი "ვიტესის" უძლიერეს
ფორმაციას დაუბრუნდება - ანუ კაშია ცენტრალური მცველი იქნება, ხოლო ყაზაიშვილი - "ათიანი", - წერს პრესტიჟული გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა მწვრთნელი გვიშველის სათამაშო პრაქტიკა მარტო ყაზაიშვილს აქვს ))))
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული