ლეგიონი: ლევან შენგელიას ისევ გააქვს

AutoSharing Option
დღეს, 5 მარტს, ბელგიის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში თავი გოლით კვლავ ქართველმა ლეგიონერმა ლევან შენგელიამ გამოიჩინა.

ქართველის "ტუბიცე" ჩემპიონატის 25-ე ტურში სტუმრად "დეინცეს" სტუმრობდა და მეტოქე ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა - 0:2. შენგელიამ გოლის გატანა მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-3 წუთზე შეძლო, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ჩატარებული 25 შეხვედრის შემდეგ შენგელიას გუნდი 49 ქულით სატურნირო ცხრილში მეორეა და ლიდერ "ანტვერპს" 2 ქულით ჩამორჩება, რომელმაც ამ ტურში შინ "ლომელთან" განიცადა მარცხი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ, ლევან, მაგარი ხარ ასევე გააგრძელე. გფარავდეს ღვთის მადლი.
gizog
09:39 06-03-2016
0

სიახლეები პოპულარული