
წყაროს ცნობით, ლევანი 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს და "ოფი" მის ტრანსფერს ოფიციალურად ხუთშაბათს დაადასტურებს.
შეგახსენებთ, შენგელია ბოლო 2 სეზონის განმავლობაში ბერძნული "პანაიტოლიკოსის" ღირსებას იცავდა. მათ რიგებში ლევანმა ჯამში 51 მატჩი ჩაატარა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.