უკრაინის ახალგაზრდული ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩში, სადაც დონეცკის "შახტარი" "ვორსკლას" მასპინძლობდა, დონეცკელთა შემადგენლობაში ქართველმა ლეგიონერმა გიორგი არაბიძემ ითამაშა.
არაბიძემ ტრავმის გამო "შახტარის" პირველ გუნდს ესპანურ შეკრებაზე ვერ დაეხმარა, გუშინ კი 21-წლამდელთა შემადგენლობაში 62 წუთი ითამაშა.
დონეცკელებმა , საბოლოოდ, 2:1 იმარჯვეს, არაბიძემ კი მოედანი უგოლოდ დატოვა.