გიორგი ჭანტურია ისევ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის შემტევ გიორგი ჭანტურიას მშვენიერი პერიოდი უდგას. მეორე ბუნდესლიგის მორიგ ტურში მან "ბრაუნშვაიგს" გაუტანა და "დუისბურგს" მნიშვნელოვანი ქულის მოპოვებაში დაეხმარა. თამაში 1:1 მორჩა, თავად ჭანტურია კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ის საუკეთესო იყო წინა ორი ტურის შეხვედრებშიც.

"ლელო" წერდა, რომ ჭანტურიას გადაბირება "ვერდერსა" და "კიოლნს" სურთ. საუბარია გერმანული ელიტის სხვა კლუბებზეც. თუ ის ფორმას შეინარჩუნებს და თან მოუმატებს კიდეც, ბუნდესლიგაში დაწინაურება მართლაც რეალური გახდება.

"ბრაუნშვაიგთან" შეხვედრაში ჭანტურია
78-ე წუთზე შეცვალეს. როგორც გაირკვა, მას ფეხი ასტკივდა, თუმცა სერიოზული არაფერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული