"ემპოლის" თავკაცი: ლევან მჭედლიძე აიძულეს, საკუთარ ნახევარზე ერბინა

AutoSharing Option
"ჯენოასთან" მარცხი (0:1) ზედიზედ მე-4 იყო "ემპოლისთვის" სერია A-ში. წაგების მიზეზებზე "ემპოლის" თავკაცმა მარკო ჯამპაოლომ ილაპარაკა და ლევან მჭედლიძის თამაშიც შეაფასა.

"პირველ ტაიმში ძალიან გვიჭირდა; მეორეში გავიხსენეთ, რომ "ემპოლი" ვართ და ის გუნდი ვნახე, რომელიც მომწონს. ყველაზე ახლოს მიზანთან ლევან მჭედლიძე იყო, მაგრამ არ გამოვიდა.

პირველ ტაიმში მჭედლიძე ძალიან ხშირად იყო იძულებული, საკუთარ ნახევარზე ერბინა და ამიტომ მას ბევრი არაფერი გამოუვიდა.

მეორე ტაიმში კი მას მეტი უნდა ემოქმედა შეტევის ხაზზე, ზედმეტი ენერგიის
დაუხარჯავად.

სამწუხაროდ, ამ სეზონში მან ძალიან ცოტა ითამაშა და თამაშიდან თამაშამდე თუ შევა ფორმაში. კარგია, რომ მატჩის ბოლოსკენ უკეთ გამოიყურებოდა. მოკლედ რომ ვთქვა, მეორეში ლევანი კარგი იყო, პირველში კი არა, რადგან გუნდი ცუდად თამაშობდა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული