სავარაუდო ტრანსფერი: გიორგი ჭანტურია ბუნდესლიგის კიდევ ერთ გუნდს სურს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის შემტევის, გიორგი ჭანტურიას გადაბირება კიდევ ერთ ბუნდესლიგურ კლუბს - "აუგსბურგს" სწადია.

უკვე ვწერდით, რომ არის "ვერდერისა" და "კიოლნის" ვარიანტებიც. განხორციელდება თუ არა ეს ტრანსფერი, ზაფხულში ვნახავთ, ჯერჯერობით კი ჭანტურია მეორებუნდესლიგელ "დუისბურგს" უნდა დაეხმაროს გადარჩენის საქმეში.

მკითხველმა უკვე იცის, რომ "ზებრების" ბოლო სამ შეხვედრაში ჩვენებური შემტევი საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, რამდენიმე დღის წინ კი შესანიშნავი გოლიც გაუტანა "ბრაუნშვაიგს".

რაც შეეხება "აუგსბურგს", ბავარიული კლუბი ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში მოკრძალებულ, მე-14 ადგილზეა და გავარდნის საფრთხე ემუქრება. ამის მიუხედავად, თუ შემადგენლობას
გადავხედავთ, მარკუს ვაინცირლის გაწვრთნილებმა უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება უნდა შეძლონ. საინტერესოა, რომ წინა სეზონის შედეგების მიხედვით, "აუგსბურგმა" ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა და ამ ტურნირზე სულ ახლახან დამარცხდა "ლივერპულთან" საპლეიოფო მატჩებში.

ცნობილ ფეხბურთელთაგან დღეს ამ გუნდის ღირსებას იცავენ ალექს მანინგერი, ჰალილ ალთინთოფი, პიოტრ ტროხოვსკი, რაულ ბობადილია, ალფრედ ფინბოგასონი და სხვები.

ჭანტურიას სხვადასხვა დროს უთამაშია "ბარსელონას" ჭაბუკთა გუნდში, "ვიტესში", "ალანიაში", "კლუჟში". ასევე, ირიცხებოდა იტალიურ "ვერონაში". საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში კი 8 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება "დუისბურგს", ჭანტურიას კარგი თამაშის მიუხედავად, გუნდი დიდი ალბათობით, მაინც დატოვებს მეორე ბუნდესლიგას, რაც ზაფხულში დიდ ცვლილებებს გამოიწვევს, მათ შორის - ჭანტურიას წასვლასაც...

მოკლედ, ვნახოთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
დორტმუნდის ბორუსიაში, მხიტარიანის მაგივრად!!!
ენგელბრექტ
16:54 09-03-2016
0
vato მესამე ლიგა და ხაშურის მგლებში რომ ვათამაშოთ? ეგენიც მესამე ლიგას თამაშობენ )))
_svani_
15:03 09-03-2016
0

სიახლეები პოპულარული