derwesten.de: გიორგი ჭანტურია "კრისტალ პალასს" და "ქუინზ პარკსაც" სურთ

AutoSharing Option
როგორც მოგეხსენებათ, გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "დუისბურგში" გიორგი ჭანტურიას თამაშით ბუნდესლიგის კლუბები: "კიოლნი", "ვერდერი" და "აუგსბურგი" დაინტერესდნენ.

თუმცა derwesten.de ამტკიცებს, რომ ქართველი ნახევარმცველით გერმანიის გარეთაც დაინტერესდნენ.

აი, რა განაცხადა 22 წლის ქართველის წარმომადგენელმა, თურქმა სერჩან გიუვენიშიკმა: "გიორგი ახლა მართლაც კარგ ფორმაშია. ასე რომ, ნორმალურია, რომ მას შეიძლება სხვა კლუბების სკაუტები აკვირდებოდნენ. მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ კონკრეტული წინადადებები არ გვაქვს.

ახლა გიორგი სრულად კონცენტრირებულია "დუისბურგის" თამაშებზე, რომ გუნდი გავარდნას გადაურჩეს".

საიტის ცნობით, ჭანტურიას პრემიერლიგის
წარმომადგენელი "კრისტალ პალასისა" და ჩემპიონშიპის წარმომადგენელი "ქუინზ პარკ რეინჯერსის" სკაუტები აკვირდებიან.

"მე არ მსურს, მონაწილეობა მივიღო ამ სპეკულაციებში, მაგრამ აუცილებლად უნდა განვაცხადო, თუ "დუისბურგი" ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს, ჭანტურია გუნდში დარჩება", - განაცხადა სერჩან გიუვენიშიკმა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
გაიტანს ერთ გოლს და იქვ ჟურნალისტებს ხან ბუნდესლიგაში გადაყავთ და ხან პრემიერლიგაში,დააცადონ ამ კაცს იქნებ როგორმე ფორმა აკრიფოს, ნიჭი ნამდვილად აქვს რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს.
bebeto
15:45 10-03-2016
0
ნუ შეჭამეთ ეს ბიჭი რაც გერმანიაში ჩავიდა აშკარად მომატებული აქვს ფიზიკურადაც და ყველანაირად შრომას არ აკლებს ეტყობა ისწავლა ჭკუა და გადაერთო ფეხბურთზე ბოლო ორ ამხანაგურ მატჩში უდავოდ საუკეთესო იყო ალბანეთთან გოლი და საგოლე პასი გააკეთა. ფიზიკურადაც მაგრად მოუმატა რაც გერმანიაში წავიდა ბოლო დროის თამაშების მიხედვით ნაღდად არაა გასაკრიტიკებელი და წარსული წარსულად დავტოვოთ ტყუილად არ დააკვირდებოდნენ სკაუტები და გუნდები შრომას რომ აკლებდეს
avto
10:44 10-03-2016
0

სიახლეები პოპულარული