derwesten.de: გიორგი ჭანტურია "კრისტალ პალასს" და "ქუინზ პარკსაც" სურთ

AutoSharing Option
როგორც მოგეხსენებათ, გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "დუისბურგში" გიორგი ჭანტურიას თამაშით ბუნდესლიგის კლუბები: "კიოლნი", "ვერდერი" და "აუგსბურგი" დაინტერესდნენ.

თუმცა derwesten.de ამტკიცებს, რომ ქართველი ნახევარმცველით გერმანიის გარეთაც დაინტერესდნენ.

აი, რა განაცხადა 22 წლის ქართველის წარმომადგენელმა, თურქმა სერჩან გიუვენიშიკმა: "გიორგი ახლა მართლაც კარგ ფორმაშია. ასე რომ, ნორმალურია, რომ მას შეიძლება სხვა კლუბების სკაუტები აკვირდებოდნენ. მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ კონკრეტული წინადადებები არ გვაქვს.

ახლა გიორგი სრულად კონცენტრირებულია "დუისბურგის" თამაშებზე, რომ გუნდი გავარდნას გადაურჩეს".

საიტის ცნობით, ჭანტურიას პრემიერლიგის
წარმომადგენელი "კრისტალ პალასისა" და ჩემპიონშიპის წარმომადგენელი "ქუინზ პარკ რეინჯერსის" სკაუტები აკვირდებიან.

"მე არ მსურს, მონაწილეობა მივიღო ამ სპეკულაციებში, მაგრამ აუცილებლად უნდა განვაცხადო, თუ "დუისბურგი" ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს, ჭანტურია გუნდში დარჩება", - განაცხადა სერჩან გიუვენიშიკმა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
პრემიერლიგაში თეორიული შანსიც კი არაა რომ გადავიდეს, საიდან მოგაქვთ ეგ ინფორმაცია. რა კრისტალ პალასი რის კრისტალ პალასი. პრემიერლიგაში სამუშაო ვიზა რომ მიიღო იქ ნაკრებში ჩატარებული თამაშების რაოდენობა უნდა გიწყობდეს ხელს, პლუს შენი ერ. ნაკრები მინიმუმ 75 ადგილზე უნდა იყოს ფიფას რეიტინგში. მგონი ვერც ერთ ამ კრიტერიუმს ჭანტურია ვერ აკმაყოფილებს. დუისბურგი რომც დარჩეს მეორე ბუნდესლიგაში მაინც წავა გიორგი, თუ მართლა დაუძახა რომელიმე 1 ბუნდესლიგის გუნდმა
0
ამის მსურველთა სია რომ გაკეთდეს და მერე მისი პრეზენტაცია გააკეთოთ არ შეიძლება? მსოფლიოს მოიცავთ - Я так думаю! :)
კლიმენტი
17:32 09-03-2016
0

სიახლეები პოპულარული