გიორგი ჭანტურიას "დუსიბურგმა" მეორე ბუნდესლიგის 26-ე ტურში "უნიონს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ჭანტურიამ სრულდ ითამაშა და 88-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
ამ გამარჯვების შემდეგ წანტურიას გუნდს 18 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილი ბოლო ადგილზე იმყოფება. "დუსიბურგი" ბოლოს წინა ადგილოსან "პადერბორნს" 5 ქულით ჩამორჩება.
შეგახსენებთ, რომ მეორე ბუნდესლიგის 18-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ორი ადგილოსანი ავტომატურად ვარდება.
დავით თარგამაძის "ოლექსანდრიამ" უკრაინის პრემიერლიგის 21-ე ტურში დონეცკის "ოლიმპს" უმასპინძლა. შეხვედრა უგოლო ფრედ დასრულდა. თარგამაძემ სრულად
"ოლექსანდრია" სატურნირო ცხრილში 24 ქულით მე-6 ადგილზეა.
გიორგი ნავალოვსკიმ და გიორგი ილურძიმემ რუსეთის პირველ დივიზიონში "სკა-ენერგიას" მაისურით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარეს.
"სკა-ენერგიამ" 25-ე ტურში "კამაზს" ესტუმრა და ანგაიშით 2:0 დაამარცხა. ნავალოვსკიმ სრულად ითამაშა, ხოლო ილურიძე მოედანზე 84-ე წუთზე შევიდა.