ლეგიონი: ჭანტურიას "დუისბურგმა" მოიგო, თარგამაძის "ოლექსანდრიამ" ვერა

AutoSharing Option
დღეს ქართველი ლეგიონერების რამდენიმე გუნდმა საკუთარ ჩემპიონატში მატჩი ჩაატარა.

გიორგი ჭანტურიას "დუსიბურგმა" მეორე ბუნდესლიგის 26-ე ტურში "უნიონს"  უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ჭანტურიამ სრულდ ითამაშა და 88-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

ამ გამარჯვების შემდეგ წანტურიას გუნდს 18 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილი ბოლო ადგილზე იმყოფება. "დუსიბურგი" ბოლოს წინა ადგილოსან "პადერბორნს" 5 ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ მეორე ბუნდესლიგის 18-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ორი ადგილოსანი ავტომატურად ვარდება.

დავით თარგამაძის "ოლექსანდრიამ" უკრაინის პრემიერლიგის 21-ე ტურში დონეცკის "ოლიმპს" უმასპინძლა. შეხვედრა უგოლო ფრედ დასრულდა. თარგამაძემ სრულად
ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

"ოლექსანდრია" სატურნირო ცხრილში 24 ქულით მე-6 ადგილზეა.

გიორგი ნავალოვსკიმ და გიორგი ილურძიმემ რუსეთის პირველ დივიზიონში "სკა-ენერგიას" მაისურით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარეს.

"სკა-ენერგიამ" 25-ე ტურში "კამაზს" ესტუმრა და ანგაიშით 2:0 დაამარცხა. ნავალოვსკიმ სრულად ითამაშა, ხოლო ილურიძე მოედანზე 84-ე წუთზე შევიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული