ვაკო გვილია "მინსკის" ღირსებას 24-ნომრიანი მაისურით დაიცავს

AutoSharing Option
ბელორუსის პრემიერლიგის ბინადარ "მინსკის" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ვალერიან გვილიამ ამ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა და 24-ნომრიანი მაისურაც მიიღო.

"მინსკი" სეზონს სოლიგორსკის "შახტიორთან" 19 და 31 მარტს გასამართავი სათასო შეხვედრებით გახსნის, ჩემპიონატის პირველ ტურს კი 2 აპრილს, "ვიტებსკთან" ჩაატარებს.

მანამდე გეორგი კონდრატიევის გუნდმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ლიგის დებიუტანტ მინსკის "ისლოჩთან" გამართა და 0:0 ითამაშა. 21 წლის ქართველი საყრდენი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

"კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე, მაგრამ იქ არის ასეთი პუნქტი - თუ ზაფხულში ოფიციალური შემოთავაზება მექნება, "მინსკი"
თავისუფალი აგენტის სტატუსით გამიშვებს", - გვითხრა გვილიამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული