ნიკა კვეკვესკირი აზერბაიჯანის პრემიერლიგის სიმბოლურს არ შორდება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი აზერბაიჯანული პრემიერლიგის მორიგი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ბოლო დროს ეს უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

"აზერიფუტბოლმა" ჩვენებური ბაქოს "ინტერის" მიერ "რავანთან" მოგებული (3:1) მატჩის შემდეგ გამოარჩია. ამ შეხვედრაში კვეკვესკირი საუკეთესო იყო პარტნიორებს შორის - ჯარიმიდან ლამაზი გოლი გაიტანა და საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში.

კვეკვესკირი ახლა ძალიან კარგ ფორმაშია. როგორც ჩანს, მან საბოლოოდ დაივიწყა ტრავმა, რომელმაც კარგა ხნით დაასვენა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მან 2 მატჩი (გიბრალტართან და გერმანიასთან) ჩაატარა. საერთო აზრით, მან
ორივე ამ შეხვედრაში თავი კარგად წარმოაჩინა.

აზერული მედია პერიოდულად წერს იმის თაობაზე, რომ კვეკვესკირის გადაბირებით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, მაგრამ ჯერჯერობით, კონკრეტული არაფერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი კაცია, შრომობს და უფასდება!
0
ჯერ უნდა დამეწერა - რა დონე აზერბაიჯანის ჩემპიონატია და რა დიდი ამბავიც ეს არის-თქო, მაგრამ მერე გაბალა-დინამო გამახსენდა და გავჩუმდი:)
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული