კახა მახარაძე აზიის ჩემპიონთა ლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

AutoSharing Option
Championat.asia-ს ჟურნალისტებმა აზიის ჩემპიონთა ლიგის III ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინეს, რომელშიც ამ ტურნირზე მოთამაშე ერთადერთი ქართველიც მოხვდა - ტაშკენტის "ლოკომოტივის" ნახევარმცველი კახა მახარაძე.

"ქართველი მახარაძე ამტკიცებს, რომ "რკინიგზელები" არ შეცდნენ, როცა ის "ფახთაქორიდან" მიიწვიეს. მოედნის ცენტრში ის კოლოსალურ საქმეს აკეთებს. აღვნიშნავთ, რომ "ლოკომოტივმა" პირველად მოიგო სტუმრად", - წერს საიტი.

შეგახსენებთ, რომ "ლოკომოტივმა" სტუმრად ირანული "სეფაჰანი" 2:0 დაამარცხა, მახარაძემ კი მხოლოდ ტაიმი ითამაშა.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული