ამ დროისთვის, "ფეირენშეს" პორტუგალიის რანგით მეორე ლიგაში მესამე ადგილი უჭირავს და უძლიერესთა შორის აღზევების კარგი შანსი აქვს. მაკარიძემ კი ცოტა ხნის წინათ ოპერაცია გაიკეთა და სრული დატვირთვით ვარჯიშს მალე შეუდგება.
"ლელო" პორტუგალიაში შეეხმიანა საქართველოს ნაკრების მეკარეს, რომელმაც ეს გვითხრა:
"ჩვენი კლუბი სპორტის სხვადასხვა სახეობის გუნდებს აერთიანებს. ყველა ამ სახეობაში
...მეორე მხრივ, ძალიან მეწყინა, რომ ყაზახეთის ნაკრებთან თბილისურ მატჩს გამოვაკლდი.
ჩემი გამოჯანმრთელების პროცესი გეგმის მიხედვით მიდის და თუ ყველაფერი კარგად იქნა, უკვე ორშაბათს გუნდთან ერთად ვივარჯიშებ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"